საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Grant Thornton-ის დასაქმების პროგრამა

კომპანია Grant Thornton-ის დასაქმების პროგრამა

სტუდენტთა საყურადღებოდ! კომპანია - Grant Thornton ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ სტუდენტებს გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით. შეთავაზება ეხება ბაკალავრიატის III და IV კურსების ამბიციურ, ინიციატივიან ახალგაზრდებს, რომლებიც არ შეუშინდებიან გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებს.


საუკეთესო სტუდენტები მონაწილეობას მიიიღებენ Grant Thornton-ის ერთთვიანი გადამზადების პროგრამაში (Bootcamp), რომელიც გულისხმობს სტუდენტების დასაქმების მიზნით გადამზადებასა და შემდგომში მათ აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებას. 

გადამზადების პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

 

-       ბუღალტრული აღრიცხვა (F3)

-       საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

-       ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები

-       MS Excel

-       ბიზნეს კომუნიკაცია

 

გადამზადება გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. პროგრამის გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე, რაც ხელს არ უშლის უნივერსიტეტის აკადემიური სწავლების პროცესს. კურსებს გაუძღვებიან Grant Thornton-ისა და Grant Thornton Academy-ის გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები. გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და წარმატებული სტუდენტები გახდებიან Grant Thornton-ის მეგობრული და შესაძლებლობებით აღსავსე „Purple Family„-ს გუნდის წევრი. დასაქმებულებს შევთავაზებთ საერთაშორისო გამოცდილებას, კარიერის ზრდის სწრაფ ტემპებს, კონკურენტულ ანაზღაურებას და რაც მთავარია, საკუთარი თავის განვითარების შესაძლებლობას.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ მისამართზე:

hr@ge.gt.com

თარიღი: 15/09/2023